---
title: "მუხლი 18. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაცია — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/18"
law: "რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
article: "18"
identifier: "3284-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-16"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაცია — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/18

1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის მიზანია რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში მოქმედი კანონმდებლობის, სარეგისტრაციო, სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობებისა და მარეგულირებელი ორგანოს მიერ განსაზღვრული სარეგისტრაციო, სალიცენზიო ან/და სანებართვო შეზღუდვების შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი.

2. მარეგულირებელი ორგანო, ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, განმცხადებლისათვის განსაზღვრავს შესასრულებლად სავალდებულო სარეგისტრაციო, სალიცენზიო ან/და სანებართვო შეზღუდვებს.

3. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სარეგისტრაციო, სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმები განისაზღვრება „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შეტყობინებისა და ავტორიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/19.md
