---
title: "მუხლი 19. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაცია — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/19"
law: "რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
article: "19"
identifier: "3284-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-16"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაცია — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/19

1. მარეგულირებელი ორგანო არეგისტრირებს შემდეგ ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობებს:
ა) რენტგენის დანადგარის (გარდა რკინიგზის სტაციონარული რენტგენის სკანერის და სატრანსპორტო საშუალების საკონტროლო სტაციონარული ან მობილური რენტგენის სისტემებისა) გამოყენებით ბარგის კონტროლი;
ბ) დენტალური, ინტრაორალური რენტგენოდიაგნოსტიკური მოწყობილობების გამოყენება;
გ) ოსტეოდენსიტომეტრიის რენტგენოდიაგნოსტიკური მოწყობილობების გამოყენება;
დ) მეორადი რენტგენის გამოსხივების მაგენერირებელი მოწყობილობების გამოყენება;
ე) რადიოფარმპრეპარატებით, მაიონებელი გამოსხივების წყაროებით (გარდა I, II და III კატეგორიების რადიოაქტიური წყაროებისა) ვაჭრობა;
ვ) V კატეგორიის რადიოაქტიური წყაროების გამოყენება;
ზ) ელექტრონული მიკროსკოპის გამოყენება;
თ) ქრომატოგრაფის გამოყენება;
ი) მაიონებელი გამოსხივების წყაროების მონტაჟი, შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და გაზომვების ჩატარება;
კ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ტექნიკური ან/და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;
ლ) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში ტრენინგებისა და კურსების ჩატარება.

2. მარეგულირებელი ორგანოსთვის ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციისთვის წარსადგენი დოკუმენტაცია განისაზღვრება ამ კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. მარეგულირებელი ორგანო ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციას განუსაზღვრელი ვადით ახორციელებს.

4. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის მემკვიდრეობით ან სხვა სახით გადაცემა დაუშვებელია.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/20.md
