---
title: "მუხლი 2. აკრძალული საქმიანობა — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/2"
law: "რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
article: "2"
identifier: "3284-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-16"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. აკრძალული საქმიანობა — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/2

1. აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელიც უკავშირდება ბირთვული იარაღისა და ბირთვული მასალის შემცველი სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადებას, ფლობასა და გადაცემას, ამ იარაღისა და მოწყობილობების პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლს, მათ შესაქმნელად სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობას, ასევე ბირთვული ან სხვა რადიოაქტიური მასალის არამშვიდობიანი მიზნით გამოყენებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედება იწვევს საქართველოს კანონით განსაზღვრულ შესაბამის პასუხისმგებლობას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/3.md
