---
title: "მუხლი 21. ლიცენზიისა და რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის გაფართოება — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/21"
law: "რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
article: "21"
identifier: "3284-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-16"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. ლიცენზიისა და რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის გაფართოება — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/21

1. რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის მფლობელმა რეგისტრაციისა ან/და ლიცენზიისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის გასაფართოებლად საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაცია მარეგულირებელ ორგანოს უნდა წარუდგინოს.

2. ლიცენზიის მფლობელმა რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის დასაწყებად, მარეგულირებელ ორგანოს უნდა წარუდგინოს თავის მიერ განზრახული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

3. რეგისტრაციის მფლობელმა ლიცენზირებისადმი დაქვემდებარებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის დასაწყებად მარეგულირებელ ორგანოს უნდა წარუდგინოს თავის მიერ განზრახული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/22.md
