---
title: "მუხლი 23. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის მფლობელის უფლებები — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/23"
law: "რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
article: "23"
identifier: "3284-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-16"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის მფლობელის უფლებები — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/23

ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის მფლობელი უფლებამოსილია:
ა) განახორციელოს ავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობა მარეგულირებული ორგანოს მიერ განსაზღვრული სარეგისტრაციო, სალიცენზიო ან/და სანებართვო შეზღუდვების შესაბამისად;
ბ) რეგისტრაციის, ლიცენზიის ან/და ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში მარეგულირებელი ორგანოსგან მიიღოს წერილობითი განმარტება;
გ) რეგისტრაციის, ლიცენზიის ან/და ნებართვის გაცემაზე უარის თქმის ან რეგისტრაციის, ლიცენზიის ან/და ნებართვის გაუქმების შემთხვევაში გაასაჩივროს იგი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/24.md
