---
title: "მუხლი 28. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციაზე, ლიცენზიის ან/და ნებართვის გაცემაზე უარი და გასაჩივრების უფლება — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/28"
law: "რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
article: "28"
identifier: "3284-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-16"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციაზე, ლიცენზიის ან/და ნებართვის გაცემაზე უარი და გასაჩივრების უფლება — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/28

1. მარეგულირებელი ორგანო არ გასცემს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციას, ლიცენზიას ან/და ნებართვას, თუ:
ა) განმცხადებლის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს და მარეგულირებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში განმცხადებლის მიერ არ იქნა გამოსწორებული;
ბ) განმცხადებელი ვერ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ სარეგისტრაციო, სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობებს;
გ) განმცხადებელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული აქვს შესაბამის სფეროში საქმიანობის უფლება.

2. მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილება ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის, ლიცენზიის ან/და ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში − სამინისტროში ან სასამართლოში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/29.md
