---
title: "მუხლი 29. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის, ლიცენზიისა და ნებართვის ამოქმედება — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/29"
law: "რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
article: "29"
identifier: "3284-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-16"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 29. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის, ლიცენზიისა და ნებართვის ამოქმედება — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ, მუხლი 29 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/29

1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის, ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, განმცხადებელი უფლებამოსილია სარეგისტრაციო, სალიცენზიო ან სანებართვო მოწმობის მიღებამდე შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე განახორციელოს რეგისტრაციით, ლიცენზიით ან ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობა.

2. მარეგულირებელი ორგანოს მიერ კანონით განსაზღვრულ ვადაში რეგისტრაციის, ლიცენზიის ან ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში, განმცხადებელს შეუძლია განახორციელოს რეგისტრაციით, ლიცენზიით ან ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობა მხოლოდ სარეგისტრაციო, სალიცენზიო ან სანებართვო მოწმობის მიღების შემდეგ.

3. რეგისტრაციის, ლიცენზიის ან ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია სარეგისტრაციო, სალიცენზიო ან სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მოწმობის აღდგენამდე შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელოს რეგისტრაციით, ლიცენზიით ან ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობა.

4. მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია განცხადების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად გასცეს შესაბამისი სარეგისტრაციო, სალიცენზიო ან სანებართვო მოწმობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/28.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/30.md
