---
title: "მუხლი 3. კანონის მიზნები და ამოცანები — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/3"
law: "რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
article: "3"
identifier: "3284-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-16"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. კანონის მიზნები და ამოცანები — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/3

1. ამ კანონის მიზნებია:
ა) მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან ადამიანისა და გარემოს დაცვა როგორც აწმყოში, ისე მომავალში;
ბ) მაიონებელი გამოსხივების წყაროს ბირთვული უსაფრთხოება და დაცულობა.

2. ამ კანონის ამოცანებია:
ა) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის ეროვნული პოლიტიკის განსაზღვრა;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის ­− ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს (შემდგომ − მარეგულირებელი ორგანო) ფუნქციების განსაზღვრა მაიონებელი გამოსხივების წყაროს მშვიდობიანი მიზნით გამოყენებაზე მარეგულირებელი კონტროლის განსახორციელებლად;
გ) საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების იმპლემენტაცია.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/4.md
