---
title: "მუხლი 30. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სარეგისტრაციო, სალიცენზიო და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი, რეგისტრაციის, ლიცენზიის ან ნებართვის გაუქმება — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/30"
law: "რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
article: "30"
identifier: "3284-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-16"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სარეგისტრაციო, სალიცენზიო და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი, რეგისტრაციის, ლიცენზიის ან ნებართვის გაუქმება — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ, მუხლი 30 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/30

1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სარეგისტრაციო, სალიცენზიო და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს მარეგულირებელი ორგანო.

2. კონკრეტულ ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული მომეტებული რისკის გათვალისწინებით, მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან ადამიანისა და გარემოს დასაცავად, მარეგულირებელმა ორგანომ შეიძლება მიიღოს რეგისტრაციის, ლიცენზიის ან/და ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება.

3. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან ლიცენზიის გაუქმება რეგისტრაციის ან ლიცენზიის მფლობელს არ ათავისუფლებს ვალდებულებისაგან, უზრუნველყოს რადიაციული დაცვა, ბირთვული უსაფრთხოება ან/და დაცულობა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მარეგულირებელ ორგანოს დადგენილი წესით წარუდგინოს ინვენტარიზაციის შედეგები და პროფესიული დასხივების დოზების შესახებ მონაცემები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/31.md
