---
title: "მუხლი 31. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირება — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/31"
law: "რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
article: "31"
identifier: "3284-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-16"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 31. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირება — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ, მუხლი 31 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/31

1. მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია, განახორციელოს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირება შესაძლებელია იყოს გეგმური ან/და არაგეგმური.

3. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების პირობები და წესი განისაზღვრება „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

4. მარეგულირებელი ორგანო ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების აღსრულების მხარდაჭერას უზრუნველყოფს სათანადო ფინანსური, ტექნიკური და ადამიანური რესურსებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/30.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/32.md
