---
title: "მუხლი 32. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების მიზანი და ამოცანები — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/32"
law: "რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
article: "32"
identifier: "3284-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-16"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების მიზანი და ამოცანები — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ, მუხლი 32 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/32

1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების მიზანია ფიზიკური ან იურიდიული პირის საქმიანობის რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და სათანადო რეაგირება.

2. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების ამოცანებია:
ა) ავტორიზებული პირის მიერ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელებისას, სარეგისტრაციო ან/და სალიცენზიო პირობების ან/და შეზღუდვების შესრულების კონტროლი ან/და რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის პირობების დარღვევის გამოვლენა;
ბ) არაავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის გამოვლენა;
გ) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/31.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/33.md
