---
title: "მუხლი 40. რადიოაქტიური წყაროს მარეგულირებელი კონტროლი — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/40"
law: "რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
article: "40"
identifier: "3284-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-16"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40. რადიოაქტიური წყაროს მარეგულირებელი კონტროლი — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ, მუხლი 40 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/40

1. მარეგულირებელი ორგანო ახორციელებს რადიოაქტიური წყაროს და მასთან დაკავშირებული მოწყობილობის მარეგულირებელ კონტროლს.

2. მარეგულირებელი კონტროლის მიზანია ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველყოფა რადიოაქტიური წყაროს გამოყენების დაწყებიდან დასრულებამდე.

3. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რადიოაქტიური წყაროების კატეგორიზაცია ხორციელდება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რეკომენდაციების გათვალისწინებით და ეფუძნება ადამიანებისა და გარემოსათვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას, თუ დადგენილი წესით არ იქნება უზრუნველყოფილი ბირთვული უსაფრთხოება და დაცულობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/39.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/41.md
