---
title: "მუხლი 42. უკონტროლო (უპატრონო) რადიოაქტიური წყარო და მასზე კონტროლის განხორციელების აღდგენა — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/42"
law: "რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
article: "42"
identifier: "3284-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-16"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 42. უკონტროლო (უპატრონო) რადიოაქტიური წყარო და მასზე კონტროლის განხორციელების აღდგენა — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ, მუხლი 42 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/42

1. ავტორიზებულმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს მარეგულირებელ ორგანოს რადიოაქტიურ წყაროზე კონტროლის განხორციელების დაკარგვის ან რადიოაქტიურ წყაროსთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა სიტუაციის ან ინციდენტის შესახებ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პირთა რადიოლოგიური ან ქონების/გარემოს მნიშვნელოვანი დაზიანება.

2. მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს იმ აღმოჩენილი უკონტროლო (უპატრონო) რადიოაქტიური წყაროს ბირთვული უსაფრთხოება და დაცულობა, რომლის მფლობელის დადგენა შეუძლებელია;
ბ) შეაგროვოს და გააანალიზოს ქვეყანაში წარსულში გამოყენებული რადიოაქტიური წყაროების (მათ შორის, არაავტორიზებული პირის ან/და სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული რადიოაქტიური წყაროების) შესახებ ინფორმაცია შესაძლო უკონტროლო (უპატრონო) რადიოაქტიური წყაროს არსებობის დასადგენად;
გ) უზრუნველყოს დროული რეაგირება უკონტროლო (უპატრონო) რადიოაქტიური წყაროს აღმოჩენისას, მათზე კონტროლის აღდგენის მიზნით;
დ) დაეხმაროს სახელმწიფო უწყებებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, (სასაზღვრო გამშვებ პუნქტს, აეროპორტს, პორტს, საზღვაო სივრცეს, ჯართის შემგროვებელ პუნქტსა და ჯართის გადამამუშავებელ საწარმოს, სხვა ორგანიზაციებს) შეიმუშაონ და განახორციელონ თავიანთ საქმიანობასთან დაკავშირებული ღონისძიებები უკონტროლო (უპატრონო) რადიოაქტიური წყაროების აღმოსაჩენად.

3. მოთხოვნები და პროცედურები უკონტროლო (უპატრონო) რადიოაქტიური წყაროს მოძიებისა და მასზე მარეგულირებელი კონტროლის აღდგენის თაობაზე განისაზღვრება უკონტროლო (უპატრონო) რადიოაქტიური წყაროების მოძიებისა და მარეგულირებელი კონტროლის აღდგენის წესის ტექნიკური რეგლამენტით.
თავი VI. დეკომისია

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/41.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/43.md
