---
title: "მუხლი 43. ბირთვული და რადიაციული ობიექტის დეკომისიის ზოგადი მოთხოვნები — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/43"
law: "რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
article: "43"
identifier: "3284-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-16"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 43. ბირთვული და რადიაციული ობიექტის დეკომისიის ზოგადი მოთხოვნები — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ, მუხლი 43 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/43

1. ამ კანონით განსაზღვრული ბირთვული და რადიაციული საქმიანობა უნდა დასრულდეს ბირთვული და რადიაციული ობიექტის დეკომისიით, გარდა შემდეგი ობიექტებისა:
ა) რადიოაქტიური ნარჩენების სამარხი, რომელიც ექვემდებარება დახურვას, შემდგომი კონტროლის დაწესების პირობით;
ბ) ობიექტი, რომლის ყველა დანადგარის, მოწყობილობისა და კონსტრუქციის დაშლა რადიოაქტიური ნარჩენების წარმოქმნას არ გამოიწვევს;
გ) ბუნებრივი რადიოაქტიური ნივთიერებების ინჟინრულად გამართული შესანახი.

2. დეკომისია უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს დიფერენცირებული მიდგომის საფუძველზე.

3. საქართველოს კანონმდებლობით უნდა განისაზღვროს დეკომისიის მოთხოვნები, მათ შორის:
ა) უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი კრიტერიუმები, დეკომისიის საბოლოო მდგომარეობის პირობების ჩათვლით;
ბ) რადიონუკლიდების შემცველი დანადგარების მარეგულირებელი კონტროლისაგან გათავისუფლების ლიმიტები და პირობები;
გ) დეკომისიის დროს და დასრულებისას რადიოაქტიური მასალის ამოღების კრიტერიუმები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/42.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/44.md
