---
title: "მუხლი 47. დეკომისიის ფინანსური უზრუნველყოფა — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/47"
law: "რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
article: "47"
identifier: "3284-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-16"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 47. დეკომისიის ფინანსური უზრუნველყოფა — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ, მუხლი 47 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/47

1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის განმცხადებელმა ბირთვული და რადიაციული ობიექტის ექსპლუატაციის მიზნით უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობა, რომლებიც აუცილებელია უსაფრთხო დეკომისიის, მათ შორის, წარმოქმნილი რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ხარჯების დასაფარად.

2. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელმა უნდა დაფაროს უსაფრთხო დეკომისიის, მათ შორის, წარმოქმნილი რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ხარჯები.

3. დეკომისიისათვის აუცილებელი ფინანსური რესურსების ოდენობა უნდა ეფუძნებოდეს ბირთვული და რადიაციული ობიექტისათვის სპეციფიკური ხარჯების დაანგარიშებას და უნდა შეიცვალოს აღნიშნული ხარჯთაღრიცხვის გაზრდის ან შემცირების შემთხვევაში. დეკომისიის გეგმის პერიოდული განახლების ფარგლებში, ასევე უნდა გადაიხედოს აღნიშნული ხარჯთაღრიცხვაც.

4. დეკომისიის ფინანსური უზრუნველყოფის მოთხოვნები განისაზღვრება „ბირთვული და რადიაციული ობიექტების დეკომისიის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
თავი VII. ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო
სიტუაციისათვის მზადყოფნა და მასზე რეაგირება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/46.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/48.md
