---
title: "მუხლი 50. ტრანსსასაზღვრო ავარია — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/50"
law: "რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
article: "50"
identifier: "3284-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-16"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 50. ტრანსსასაზღვრო ავარია — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ, მუხლი 50 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/50

1. თუ განვითარებული ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შედეგად არსებობს საქართველოს ფარგლების გარეთ რადიოაქტიური დაბინძურების გავრცელების რისკი, მარეგულირებელმა ორგანომ, ოფიციალური არხების მეშვეობით, დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და იმ ქვეყნების შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებს, რომლებსაც ეხებათ ან შეიძლება შეეხოთ რადიოლოგიურად მნიშვნელოვანი დაბინძურება „ბირთვული ავარიის შემთხვევაში ადრეული შეტყობინების შესახებ“ კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. მარეგულირებელი ორგანო ასრულებს ეროვნული პასუხისმგებელი პირის ფუნქციას „ბირთვული ავარიის შემთხვევაში ადრეული შეტყობინების შესახებ“ და „ბირთვული ავარიის ან რადიაციული ავარიული სიტუაციის შემთხვევაში დახმარების შესახებ“ კონვენციების მიზნებისთვის.
თავი VIII. რადიოაქტიური მასალის ტრანსპორტირება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/49.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/51.md
