---
title: "მუხლი 54. ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიების აღსრულება — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/54"
law: "რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
article: "54"
identifier: "3284-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-16"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 54. ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიების აღსრულება — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ, მუხლი 54 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/54

1. „ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გარანტიების გამოყენების თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შეთანხმებისა (შემდგომ − შეთანხმება) და ამ შეთანხმების დამატებითი ოქმის (შემდგომ − დამატებითი ოქმი) შესაბამისად, მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია გააკონტროლოს ბირთვული იარაღისა და მასალის, აგრეთვე ატომური იარაღის წარმოებისთვის აღჭურვილობის გაუვრცელებლობის თაობაზე საქართველოს მიერ მიღებული გარანტიების იმპლემენტაცია.

2. მარეგულირებელმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს:
ა)საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სტრუქტურებსა და უწყებებთან კოორდინაცია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსათვის შეთანხმებითა და დამატებითი ოქმით განსაზღვრული ინფორმაციის მისაწოდებლად;
ბ) შეთანხმებისა და დამატებითი ოქმის მოთხოვნების შესასრულებლად აუცილებელი ინფორმაციის შეგროვება და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთვის დროულად მიწოდება;
გ) საქართველოში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორთა საქმიანობის განხორციელების, ასევე ინსპექტირების ადგილზე მათი შეუფერხებელი დაშვების ხელშეწყობა შეთანხმებისა და დამატებითი ოქმის მოთხოვნათა შესაბამისად;
დ) ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორთა საქმიანობის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების მხარდაჭერა შეთანხმებისა და დამატებითი ოქმის მოთხოვნების შესასრულებლად;
ე) შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაციისათვის, საქართველოში ბირთვული მასალების აღრიცხვისა და კონტროლის სისტემის შექმნა და დანერგვა მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

3. დამატებითი ოქმის მოთხოვნების იმპლემენტაციის მიმართ მოთხოვნები განისაზღვრება ტექნიკური რეგლამენტით − „გარანტიების შეთანხმების დამატებითი ოქმის მოთხოვნების განხორციელების წესი“.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/53.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/55.md
