---
title: "მუხლი 55. ინსპექტირება ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიების სფეროში — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/55"
law: "რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
article: "55"
identifier: "3284-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-16"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 55. ინსპექტირება ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიების სფეროში — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ, მუხლი 55 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/55

შეთანხმებისა და დამატებითი ოქმის იმპლემენტაციის საკითხებზე ეროვნული პასუხისმგებელი პირი უნდა იყოს მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელსაც უფლება აქვს:
ა) შეამოწმოს შეთანხმებისა და დამატებითი ოქმის მოთხოვნებით განსაზღვრული ობიექტი ან მისი ცალკეული ნაგებობა;
ბ) შეამოწმოს ბირთვული მასალების გამოყენებასთან დაკავშირებული დანადგარები ან/და საქმიანობა;
გ) განახორციელოს არსებული ბირთვული მასალის ვერიფიკაცია;
დ) ჩაატაროს გაზომვები და აიღოს სინჯები შეთანხმებისა და დამატებითი ოქმის მოთხოვნებით განსაზღვრული დანადგარის, ობიექტის ან მისი ცალკეული ნაგებობის ნებისმიერი ადგილიდან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/54.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/56.md
