---
title: "მუხლი 59. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ავტორიზაცია და პასუხისმგებლობა — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/59"
law: "რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
article: "59"
identifier: "3284-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-16"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 59. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ავტორიზაცია და პასუხისმგებლობა — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ, მუხლი 59 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/59

1. რადიოაქტიური ნარჩენების მართვა ექვემდებარება ლიცენზირებას კანონის შესაბამისად.

2. რადიოაქტიური ნარჩენების მართვისას ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველყოფისათვის უპირველესი პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი ლიცენზიის მფლობელს, სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ობიექტისთვის გადაცემამდე.

3. მარეგულირებელი ორგანო პასუხისმგებელია იმ რადიოაქტიური ნარჩენების ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველყოფისათვის, რომელთა კანონიერი მფლობელის დადგენაც შეუძლებელია.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/58.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/60.md
