---
title: "მუხლი 60. რადიოაქტიური ნარჩენების იმპორტი, ტრანზიტი და ექსპორტი — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/60"
law: "რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
article: "60"
identifier: "3284-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-16"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 60. რადიოაქტიური ნარჩენების იმპორტი, ტრანზიტი და ექსპორტი — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ, მუხლი 60 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/60

1. რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტი დასაშვებია მხოლოდ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.

2. საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია რადიოაქტიური ნარჩენების ტრანზიტი, საქართველოს ფარგლების გარეთ წარმოქმნილი რადიოაქტიური ნარჩენების იმპორტი და რადიოაქტიური ნარჩენების რეექსპორტი.

3. რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ:
ა) რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტი არ განხორციელდეს სამხრეთ განედის მე-60 გრადუსის სამხრეთით;
ბ) რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ იმ ქვეყანაში, რომელსაც აქვს შესაბამისი მარეგულირებელი სტრუქტურა, ადმინისტრაციული და ტექნიკური შესაძლებლობები, რომლებიც აუცილებელია რადიოაქტიური ნარჩენების იმგვარი მართვისთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნება ბირთვული უსაფრთხოება და დაცულობა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სტანდარტების დაცვით;
გ) რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტი განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მიმღები ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოს ოფიციალური დასტური;
დ) რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტისას რადიოაქტიური მასალების ტრანსპორტირების საერთაშორისო მოთხოვნები დაცულ იქნეს.
თავი XI. ექსპორტისა და იმპორტის კონტროლი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/59.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/61.md
