---
title: "მუხლი 61. ექსპორტისა და იმპორტის კონტროლის მიზნები — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/61"
law: "რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
article: "61"
identifier: "3284-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-16"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 61. ექსპორტისა და იმპორტის კონტროლის მიზნები — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ, მუხლი 61 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/61

ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალის, ბირთვულთან დაკავშირებული და სხვა შესაბამისი აღჭურვილობის და ტექნოლოგიების ექსპორტისა და იმპორტის კონტროლის მიზნებია:
ა) მოსახლეობისა და გარემოს დაცვა, ასევე დაცულობისა და ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების უზრუნველყოფა;
ბ) საერთაშორისო ინსტრუმენტებით გათვალისწინებული საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება;
გ) ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი და უსაფრთხო გამოყენების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მხარდაჭერა;
დ) ბირთვული იარაღის და ასაფეთქებელი ან რადიონუკლიდების გამფრქვევი მოწყობილობების გავრცელების პრევენციის საერთაშორისო ძალისხმევის მხარდაჭერა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/60.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/62.md
