---
title: "მუხლი 62. ექსპორტისა და იმპორტის ავტორიზაცია — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/62"
law: "რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
article: "62"
identifier: "3284-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-16"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 62. ექსპორტისა და იმპორტის ავტორიზაცია — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ, მუხლი 62 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/62

1. დაუშვებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საქონლის ექსპორტი და იმპორტი ავტორიზაციის გარეშე.

2. საქართველოს კანონმდებლობით დეტალურად უნდა განისაზღვროს კონტროლისადმი დაქვემდებარებული საქონლის ექსპორტისა და იმპორტის ავტორიზაციის პროცესი, მათ შორის:
ა) ავტორიზაციისადმი დაქვემდებარებული საქონლის სია;
ბ) კონტროლისადმი დაქვემდებარებული საქონლის სიის პერიოდული გადახედვისა და განახლების თაობაზე დებულებები, ტექნოლოგიური მიღწევების შედეგებისა და შესაბამისი გარემოებების ცვლილებების სიაში ასახვისათვის;
გ) საქონლის საბოლოო მიმღების კონტროლი;
დ) საქონლის ექსპორტის დაწყებამდე შეტყობინების ვალდებულება, თუ ამგვარი შეტყობინება საჭიროდაა მიჩნეული;
ე) ავტორიზებულ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/61.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/63.md
