---
title: "მუხლი 65. ფიზიკური დაცვა — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/65"
law: "რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
article: "65"
identifier: "3284-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-16"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 65. ფიზიკური დაცვა — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ, მუხლი 65 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/65

1. მარეგულირებელი ორგანო ასრულებს ეროვნული პასუხისმგებელი პირის ფუნქციას „ბირთვული ნივთიერებების ფიზიკური დაცვის შესახებ“ და „დამატება ბირთვული ნივთიერებების ფიზიკური დაცვის შესახებ“ კონვენციების მიზნებისთვის.

2. საქართველოს კანონმდებლობით განისაზღვრება:
ა) ბირთვული მასალებისა და რადიოაქტიური წყაროების კატეგორიზაცია და რადიოაქტიური ნარჩენების კლასები;
ბ) დიფერენცირებულ მიდგომაზე დაფუძნებული ბირთვული მასალებისა და რადიოაქტიური წყაროების კატეგორიზაციასა და რადიოაქტიური ნარჩენების კლასებზე დამყარებული დაცვის ღონისძიებები;
გ) ბირთვული მასალების, რადიოაქტიური წყაროებისა და რადიოაქტიური ნარჩენების აღრიცხვისა და კონტროლის მექანიზმები;
დ) ავტორიზაციის მოთხოვნები და პროცედურები ფიზიკური დაცვის უზრუნველსაყოფად;
ე) ინსპექტირებისა და კონტროლის ზომები ფიზიკური დაცვის შესამოწმებლად;
ვ) იძულებითი ღონისძიებები ფიზიკური დაცვის მოთხოვნების ან/და ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/64.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/66.md
