---
title: "მუხლი 68. უწყებრივი რეესტრის წარმოება — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/68"
law: "რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
article: "68"
identifier: "3284-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-16"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 68. უწყებრივი რეესტრის წარმოება — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ, მუხლი 68 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/68

1. მარეგულირებელი ორგანო ბირთვული და რადიაციული საქმიანობის მართვისა და მარეგულირებელი ზედამხედველობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად აწარმოებს უწყებრივ რეესტრსდა ახორციელებს მასში მოცემული ინფორმაციის დაცვის ღონისძიებებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. მარეგულირებელი ორგანოსა და ავტორიზაციის მფლობელი პირის ვალდებულებები მაიონებელი გამოსხივების წყაროს, რადიოაქტიური ნარჩენების და ავტორიზაციის უწყებრივი რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებით, ასევე უწყებრივ რეესტრში დაცულ ინფორმაციასთან მისი დაშვება განსაზღვრულია „ტექნიკური რეგლამენტის − „მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების, ავტორიზაციის, შეტყობინების უწყებრივი რეესტრის შექმნისა და წარმოების წესის, მაიონებელი გამოსხივების წყაროების კატეგორიზაციის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3. მარეგულირებელი ორგანოს ვალდებულებები ინსპექტირების უწყებრივ რეესტრში დაცულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განისაზღვრება „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ მინისტრის ბრძანებით.

4. მარეგულირებელი ორგანოს ვალდებულებები ბირთვული მასალების უწყებრივ რეესტრში მოწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განისაზღვრება „ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის ბრძანებით.
თავი XIV. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/67.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/69.md
