---
title: "მუხლი 7. საგნებში რადიოაქტიური ნივთიერების დამატებისა და ამ საგნების იმპორტის, ექსპორტის ან/და ბაზარზე განთავსების აკრძალვა — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/7"
law: "რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
article: "7"
identifier: "3284-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-16"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. საგნებში რადიოაქტიური ნივთიერების დამატებისა და ამ საგნების იმპორტის, ექსპორტის ან/და ბაზარზე განთავსების აკრძალვა — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/7

1. აკრძალულია საკვებ პროდუქტში, სათამაშოში, სამკაულში, კოსმეტიკურ საშუალებასა და სამომხმარებლო პროდუქტში რადიოაქტიური ნივთიერების განზრახ დამატება, ასევე ამ საგნების იმპორტი, ექსპორტი ან/და ბაზარზე განთავსება.

2. დაუშვებელია რადიონუკლიდებით დაბინძურებული საცხოვრებელი ან სამუშაო სივრცის გამოყენება, თუ დაბინძურების დონე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დაბინძურების დასაშვებ დონეს აღემატება.

3. აკრძალულია რადიონუკლიდებით დაბინძურებული სამომხმარებლო პროდუქტის იმპორტი, ექსპორტი ან/და ბაზარზე განთავსება, თუ დაბინძურების დონე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დაბინძურების დასაშვებ დონეს აღემატება.
თავი II. ეროვნული მარეგულირებელი სისტემა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/8.md
