---
title: "მუხლი 12. საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელები — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/12"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 5828443"
adopted: "2023-06-12"
consolidated_as_of: "2023-06-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელები — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2023-06-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/12

1. საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელები არის, წლიურ ბიუჯეტში პირველი თანრიგის კოდით გათვალისწინებული ასიგნება, რომელიც ცალკეულ კოდებად მოიცავს:
ა) ვალდებულებების მომსახურებას და დაფარვას;
ბ) რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს;
გ) წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს;
დ) მუნიციპალიტეტებისათვის გადასაცემ ტრანსფერებს;
ე) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდს.

2. საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელების სხვა კატეგორიები შესაძლებელია განისაზღვროს წლიური ბიუჯეტით.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ფონდების გარდა, სხვა საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელების განმკარგავი განისაზღვრება წლიური ბიუჯეტით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/13.md
