---
title: "მუხლი 18. რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროცესის კოორდინირება — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/18"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ"
article: "18"
identifier: "matsne 5828443"
adopted: "2023-06-12"
consolidated_as_of: "2023-06-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროცესის კოორდინირება — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2023-06-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/18

1. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის მომზადების, წარდგენის, განხილვისა და მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით, ამ კანონით, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.

2. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის მიღება ხდება დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის. რესპუბლიკური ბიუჯეტის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს დასაგეგმის შემდგომი საბიუჯეტო წლების შემოსულობებისა და გადასახდელების პროგნოზი.

3. შემოსულობებისა და გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებლების დადგენის საფუძველზე მზადდება დასაბუთება როგორც საბიუჯეტო გადასახდელების, ისე შემოსულობების ცალკეული სახეების გასაანგარიშებლად. ამასთან, რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელების ფორმირება წარმოებს შემოსულობების პროგნოზის გათვალისწინებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/19.md
