---
title: "მუხლი 20. ფინანსური დახმარების განაცხადის მომზადებისა და   წარდგენის ვადები — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/20"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ"
article: "20"
identifier: "matsne 5828443"
adopted: "2023-06-12"
consolidated_as_of: "2023-06-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. ფინანსური დახმარების განაცხადის მომზადებისა და   წარდგენის ვადები — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2023-06-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/20

1. დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსური დახმარების მიღების საჭიროებისას ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, არაუგვიანეს 15 ივნისისა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს ძირითად მონაცემებს, ფინანსური დახმარების მოცულობის განსასაზღვრავად.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას დასაგეგმი საბიუჯეტო წლის ძირითად საბიუჯეტო პარამეტრებს აცნობებს მიმდინარე წლის 15 ივლისამდე, ხოლო ინფორმაციას სახელმწიფო ბიუჯეტიდან  რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ – არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა.

3. ავტონომიური რესპუბლიკის  ტერიტორიაზე არსებული  მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, არაუგვიანეს 10 ოქტომბრისა, საჭიროების შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარუდგენს რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მისაღები ფინანსური დახმარების საპროგნოზო მოცულობის განსაზღვრისათვის მონაცემებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/21.md
