---
title: "მუხლი 21. მიზნობრივი ტრანსფერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინება და გამოყენება — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/21"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ"
article: "21"
identifier: "matsne 5828443"
adopted: "2023-06-12"
consolidated_as_of: "2023-06-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. მიზნობრივი ტრანსფერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინება და გამოყენება — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2023-06-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/21

1. არაუგვიანეს 5 ნოემბრისა, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავტონომიური რესპუბლიკის  ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებს აცნობებს დელეგირებული უფლებამოსილებების სახეებს, ღონისძიებებს, მომსახურების მოცულობებს და მიზნობრივი ტრანსფერის ძირითად პარამეტრებს.

2. საქართველოს და ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტების ან/და ხელშეკრულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ განსაზღვრული პარამეტრების გათვალისწინებით, ამზადებს მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების პროგრამების გაანგარიშებებს, მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობას და წარუდგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს.

3. ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოებს შორის მზადდება ხელშეკრულების პროექტი დელეგირებულ უფლებამოსილებათა გადაცემის თაობაზე.

4. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ წლიური კანონის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის (საჭიროების შემთხვევაში) ფორმდება უფლებამოსილებათა დელეგირების ხელშეკრულებები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/22.md
