---
title: "მუხლი 23. კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის წესი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/23"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ"
article: "23"
identifier: "matsne 5828443"
adopted: "2023-06-12"
consolidated_as_of: "2023-06-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის წესი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2023-06-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/23

1. კაპიტალური ტრანსფერი გამოიყოფა კაპიტალური პროექტის განსახორციელებლად. კაპიტალური ტრანსფერი არის  სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებს შორის გაწეული ფინანსური დახმარება, რომელიც დაკავშირებულია ტრანსფერის მიმღების არაფინანსური აქტივების ზრდასთან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას მიმართოს ფინანსური დახმარების სახით კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნით. ამ მიმართვაში აღინიშნება კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნის საფუძველი და ტრანსფერის მოცულობა.

3. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის კაპიტალური ტრანსფერი გამოიყოფა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროცედურით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/24.md
