---
title: "მუხლი 24. საბიუჯეტო განაცხადი  და ზღვრული მოცულობები — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/24"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ"
article: "24"
identifier: "matsne 5828443"
adopted: "2023-06-12"
consolidated_as_of: "2023-06-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. საბიუჯეტო განაცხადი  და ზღვრული მოცულობები — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2023-06-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/24

1. ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტის მოწონებიდან არაუგვიანეს 5 დღისა, ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო უზრუნველყოფს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით საბიუჯეტო განაცხადის ფორმების მიწოდებას, რომელთა გამოყენებითაც მხარჯავმა დაწესებულებებმა ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ელექტრონულად უნდა წარადგინონ ინფორმაცია დასაგეგმი წლების ბიუჯეტების შესახებ.

2. მხარჯავი დაწესებულებების მიერ ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში წარდგენილი ინფორმაცია დასაგეგმი წლების ბიუჯეტების შესახებ უნდა შეესაბამებოდეს ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტით მხარჯავი დაწესებულებებისათვის განსაზღვრული კადრებისა და ასიგნებების ზღვრულ მოცულობებს.

3. საბიუჯეტო განაცხადს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში წარადგენენ ამ კანონის მე-6 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, რომლებიც არ არიან რესპუბლიკური ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებები ან მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/25.md
