---
title: "მუხლი 26. საბიუჯეტო განაცხადის განხილვა და  რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადება — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/26"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ"
article: "26"
identifier: "matsne 5828443"
adopted: "2023-06-12"
consolidated_as_of: "2023-06-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26. საბიუჯეტო განაცხადის განხილვა და  რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადება — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ, მუხლი 26 (consolidated as of 2023-06-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/26

1. ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო იხილავს საბიუჯეტო განაცხადებს და  რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის ძირითად პარამეტრებს წარუდგენს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას არაუგვიანეს 15 ოქტომბრისა.

2. მხარჯავ დაწესებულებებსა და ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის შეუთანხმებელ საკითხებზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.

3. ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტსა და პრიორიტეტების დოკუმენტს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას წარუდგენს არაუგვიანეს 25 ოქტომბრისა.

4. ავტონომიური რესპუბლიკის დარგობრივი სამინისტროები და უწყებები რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროცესში თანამშრომლობენ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შესაბამის დარგობრივ კომიტეტებთან, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენენ თავიანთ მოსაზრებებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/27.md
