---
title: "მუხლი 30. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვა და დამტკიცება — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/30"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ"
article: "30"
identifier: "matsne 5828443"
adopted: "2023-06-12"
consolidated_as_of: "2023-06-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვა და დამტკიცება — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ, მუხლი 30 (consolidated as of 2023-06-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/30

1. უმაღლესი  საბჭოს   პლენარულ   სხდომაზე - რესპუბლიკური  ბიუჯეტის  კანონის  პროექტსა  და მთავრობის მოხსენებას, მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ, წარადგენს (წარადგენენ) აჭარის   ავტონომიური    რესპუბლიკის    მთავრობის   თავმჯდომარე    ან/და   აჭარის   ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის  სხვა  წევრი  (წევრები),  აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  მთავრობის თავმჯდომარის   შესაბამისი  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი   აქტით  მიღებული   დავალებით. უმაღლესი  საბჭო  ასევე  ისმენს  საფინანსო-საბიუჯეტო  და  ეკონომიკურ  საკითხთა  კომიტეტის  და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის  მოხსენებებს.

2. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე,  ამტკიცებს  ახალი საბიუჯეტო წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტს.

3. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონი  ქვეყნდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის.

4.რესპუბლიკური ბიუჯეტის დამტკიცებიდან არაუგვიანეს 20 დღისა, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უგზავნის დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამის ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტს.

5. უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი უნდა შეიცავდეს, არანაკლებ, ამ კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“–„ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/31.md
