---
title: "მუხლი 32. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანა — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/32"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ"
article: "32"
identifier: "matsne 5828443"
adopted: "2023-06-12"
consolidated_as_of: "2023-06-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანა — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ, მუხლი 32 (consolidated as of 2023-06-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/32

1. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონის პროექტის მომზადების, წარდგენის, განხილვისა და მიღების წესი განისაზღვრება ამ კანონითა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად.

2. კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის განსახილველი პროექტი, რომელიც გავლენას ახდენს რესპუბლიკური ბიუჯეტის დამტკიცებული შემოსულობებისა ან/და გადასახდელების პროგნოზზე, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ახლავს კანონის პროექტი რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე, გარდა ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნული კანონის პროექტი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ შეიძლება მიიღოს მხოლოდ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარდგენის შემდეგ, ხოლო მომავალ საფინანსო წელთან დაკავშირებული ზემოაღნიშნული კანონის პროექტი – ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებული რესპუბლიკური ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების ფარგლებში.

3. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონის პროექტზე დართული მასალები უნდა შეიცავდეს, რესპუბლიკური ბიუჯეტის საბოლოო შედეგის  პროგნოზებს, საშუალოვადიან მაკროეკონომიკური პროგნოზის განახლებულ ვერსიასთან და საშუალოვადიან ფისკალურ პროგნოზებთან ერთად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათი წარდგენა საჭირო არ არის ცვლილებების შინაარსიდან გამომდინარე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/31.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/33.md
