---
title: "მუხლი 33. სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საბიუჯეტო პარამეტრებთან — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/33"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ"
article: "33"
identifier: "matsne 5828443"
adopted: "2023-06-12"
consolidated_as_of: "2023-06-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33. სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საბიუჯეტო პარამეტრებთან — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2023-06-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/33

1. კანონპროექტი,  რომელიც იწვევს მიმდინარე  საბიუჯეტო წლის ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან  ავტონომიური რესპუბლიკის მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, უმაღლესმა საბჭომ შეიძლება მიიღოს მხოლოდ მთავრობის თავმჯდომარის თანხმობის შემდეგ, ხოლო მომავალ საბიუჯეტო წელთან დაკავშირებული კანონპროექტი – მთავრობის თავმჯდომარის თანხმობით ან მთავრობის თავმჯდომარის მიერ უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენილი ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის ფარგლებში.

2. ავტონომიური რესპუბლიკის  ხელისუფლების  ორგანოების  მიერ  ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ზრდის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების ოდენობას ან ამცირებს მის შემოსავლებს, წლის განმავლობაში კომპენსირებული უნდა იქნეს რესპუბლიკური ბიუჯეტიდან.
თავი IV
რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/34.md
