---
title: "მუხლი 36. სესხის აღებისა და გაცემის უფლება — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/36"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ"
article: "36"
identifier: "matsne 5828443"
adopted: "2023-06-12"
consolidated_as_of: "2023-06-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 36. სესხის აღებისა და გაცემის უფლება — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ, მუხლი 36 (consolidated as of 2023-06-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/36

1. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების პროცესში, შემოსავლების უკმარისობის შემთხვევაში, დროებით წარმოქმნილ ფინანსურ სიძნელეებთან დაკავშირებით, რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული გადასახდელების დასაფინანსებლად, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებას უფლება აქვს აიღოს სესხი  საქართველოს მთავრობისაგან ან/და სხვა წყაროებიდან მხოლოდ საქართველოს  მთავრობის ნებართვით.

2. საბიუჯეტო სახსრები შეიძლება მიიმართოს დასაქმებისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობისათვის.  ამ მიზნით შეიძლება გაიცეს სესხები კონკურსის წესით, რესპუბლიკური ბიუჯეტის  მთლიანი ასიგნების ოდენობის არაუმეტეს  2%-ის ფარგლებში.

3. რესპუბლიკური ბიუჯეტიდან სესხის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს  ფინანსთა სამინისტროს თანხმობით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. რესპუბლიკური ბიუჯეტიდან სესხი გაიცემა მხოლოდ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის  ან  ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განკარგულების საფუძველზე.

5. რესპუბლიკური ბიუჯეტიდან სესხის გაცემისათვის გამოიყენება სახელმწიფო ბიუჯეტიდან სესხის გაცემის ანალოგიური ნორმები, გათვალისწინებული საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით.
თავი VI
შემოსულობების განაწილება ბიუჯეტებს შორის

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/35.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/37.md
