---
title: "მუხლი 37. შემოსულობების ბიუჯეტებს შორის განაწილების წესი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/37"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ"
article: "37"
identifier: "matsne 5828443"
adopted: "2023-06-12"
consolidated_as_of: "2023-06-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37. შემოსულობების ბიუჯეტებს შორის განაწილების წესი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ, მუხლი 37 (consolidated as of 2023-06-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/37

1. შემოსულობები სახელმწიფო, რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებს შორის ნაწილდება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის დანართის შესაბამისად.

2. უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, დაადგინოს რესპუბლიკურ ბიუჯეტში ჩარიცხული შემოსულობების რესპუბლიკის სხვა დონის ბიუჯეტებში განაწილების წესი.

3. რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების განაწილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა დონის ბიუჯეტებს შორის განისაზღვრება ამ კანონის დანართის შესაბამისად.

4. რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში, საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საქმიანობის განხორციელებისას, კონტრაქტორებისთვის დაკისრებული ჯარიმები/სანქციები/საურავები და სხვა შემოსულობები მიიმართება  რესპუბლიკურ  ბიუჯეტში. რესპუბლიკურ ბიუჯეტში მიიმართება ასევე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დონორისგან მიღებული დაფინანსების ფარგლებში საქმიანობის განხორციელებისას კონტრაქტორებისთვის დაკისრებული ჯარიმები/სანქციები/ საურავები, თუ დონორთან გაფორმებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/36.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/38.md
