---
title: "მუხლი 38. ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილება და გამოყენება — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/38"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ"
article: "38"
identifier: "matsne 5828443"
adopted: "2023-06-12"
consolidated_as_of: "2023-06-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 38. ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილება და გამოყენება — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ, მუხლი 38 (consolidated as of 2023-06-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/38

1. ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებებს განიხილავს კომისია და გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა) წარუდგენს ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს. კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგებიდან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურებით განსაზღვრული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის გადასარიცხი დივიდენდები, მთლიანად მიიმართება რესპუბლიკურ ბიუჯეტში.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კომისიას უფლება აქვს განიხილოს საკითხი  ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს წმინდა მოგებიდან საწარმოსათვის დატოვების შესახებ.

4. ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება  ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილების, გამოყენების და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესისაგან განსხვავებულად მიმართვის შესახებ.

5. ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს, რომლის აქციები განთავსებულია უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე, წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
თავი VII
რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების აღრიცხვა და  ანგარიშგება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/37.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/39.md
