---
title: "მუხლი 40. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ყოველკვარტალური   მიმოხილვა — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/40"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ"
article: "40"
identifier: "matsne 5828443"
adopted: "2023-06-12"
consolidated_as_of: "2023-06-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ყოველკვარტალური   მიმოხილვა — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ, მუხლი 40 (consolidated as of 2023-06-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/40

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ყოველი კვარტალის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვისა ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს რესპუბლიკური ბიუჯეტის კვარტალურ მიმოხილვას (ნაზარდი ჯამით), რომელიც მოიცავს:
ა) შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ფაქტობრივი მოცულობების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან,  ძირითადი განსხვავებების განმარტებებს;
ბ) ინფორმაციას ავტონომიური რესპუბლიკის  რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის  განკარგვის თაობაზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/39.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/41.md
