---
title: "მუხლი 8. პროგრამული ბიუჯეტი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/8"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 5828443"
adopted: "2023-06-12"
consolidated_as_of: "2023-06-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. პროგრამული ბიუჯეტი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2023-06-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/8

1. პროგრამულ ბიუჯეტში ასიგნებები გამოიყოფა პრიორიტეტების, პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით. რესპუბლიკურ ბიუჯეტში ასიგნებები ასევე გამოიყოფა მხარჯავი დაწესებულებებისა და საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელების მიხედვით.

2. პროგრამული ბიუჯეტი მოიცავს ინფორმაციას პროგრამების/ქვეპროგრამების, მათი მოსალოდნელი შედეგებისა და შესრულების შეფასების ინდიკატორების შესახებ, ასევე ინფორმაციას კაპიტალური პროექტების შესახებ.

3. პროგრამული ბიუჯეტის შედგენისათვის გამოიყენება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგია და  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5828443-acharis-avtonomiuri-respublikis-sabiujeto-protsesisa-da-uplebamosileba/9.md
