---
title: "მუხლი 11. საპენსიო კომპანიის დაფუძნება — ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/11"
law: "ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 5841969"
adopted: "2023-06-28"
consolidated_as_of: "2023-07-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. საპენსიო კომპანიის დაფუძნება — ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

> Text consolidated as of 2023-07-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2023-07-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/11

1. საპენსიო კომპანია შეიძლება ჩამოყალიბდეს სააქციო საზოგადოების ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ფორმით „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საპენსიო კომპანია საპენსიო საქმიანობას ახორციელებს მხოლოდ სამსახურის მიერ ამ კანონის შესაბამისად მისი ლიცენზირების მომენტიდან. საპენსიო კომპანიის ჯგუფური საპენსიო სქემის მონაწილეები შეიძლება იყვნენ მხოლოდ ამ საპენსიო კომპანიის დამფუძნებლის (დამფუძნებლების) წევრები/დასაქმებულები.

2. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული საწარმოს მიერ ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის ლიცენზიის აღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ამ საწარმოს ხმის უფლების მქონე ყველა აქციონერი/პარტნიორი.

3. დამსაქმებლის, დამსაქმებელთა გაერთიანების, დასაქმებულთა გაერთიანებისა და პროფესიული ორგანიზაციის მიერ საპენსიო კომპანიის დასაფუძნებლად აუცილებელია მათი შესაბამისი მართვის ორგანოს გადაწყვეტილება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/12.md
