---
title: "მუხლი 12. საპენსიო კომპანიის წესდება — ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/12"
law: "ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 5841969"
adopted: "2023-06-28"
consolidated_as_of: "2023-07-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. საპენსიო კომპანიის წესდება — ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

> Text consolidated as of 2023-07-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2023-07-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/12

1. საპენსიო კომპანიის ამ მუხლის შესაბამისად შედგენილი წესდება საპენსიო კომპანიის ლიცენზირებისთვის სავალდებულო დოკუმენტია.

2. საქართველოში დაფუძნებული საპენსიო კომპანიის წესდება არ უნდა შეიცავდეს დებულებას, რომელიც:
ა) ეწინააღმდეგება ამ კანონს ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) არასამართლიანია საპენსიო სქემების მონაწილეების ინტერესებთან მიმართებით.

3. საქართველოში დაფუძნებული საპენსიო კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტი უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ მონაცემებს ან/და ინფორმაციას:
ა) საპენსიო კომპანიის სახელწოდებას;
ბ) საპენსიო კომპანიის მიზნისა და სამიზნე ჯგუფის შესახებ;
გ) საპენსიო კომპანიის წესდებაში ცვლილების შეტანის წესებისა და პროცედურის შესახებ;
დ) საპენსიო მომსახურების მიწოდების განუსაზღვრელი ვადის შესახებ;
ე) საპენსიო კომპანიის მართვის ორგანოების ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების აღწერას;
ვ) საპენსიო აქტივების სამართავად დაქირავებული აქტივების მმართველი კომპანიისა და მზღვეველის ჩანაცვლების პირობების თაობაზე, ხოლო მათი ჩანაცვლების შემთხვევაში − მონაწილეების დაცვის გარანტიებისა და მექანიზმების  შესახებ;
ზ) სპეციალიზებული დეპოზიტარის ჩანაცვლების პირობების თაობაზე, ხოლო მისი ჩანაცვლების შემთხვევაში − მონაწილეების დაცვის გარანტიებისა და მექანიზმების შესახებ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/13.md
