---
title: "მუხლი 14. საპენსიო კომპანიის ლიცენზირება — ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/14"
law: "ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 5841969"
adopted: "2023-06-28"
consolidated_as_of: "2023-07-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. საპენსიო კომპანიის ლიცენზირება — ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

> Text consolidated as of 2023-07-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2023-07-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/14

1. საპენსიო კომპანიას ეკრძალება საპენსიო  საქმიანობის განხორციელება საქართველოში ან მისი ფარგლების გარეთ სამსახურის მიერ გაცემული ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე.

2. ამ კანონის შესაბამისად, საქართველოში საპენსიო კომპანია შეიძლება დააფუძნოს:
ა) დამსაქმებელმა;
ბ) დამსაქმებელთა გაერთიანებამ;
გ) დასაქმებულთა გაერთიანებამ;
დ) პროფესიულმა ორგანიზაციამ.

3. აქტივების მმართველ კომპანიასა და მზღვეველს უფლება აქვთ, საკუთარი დასაქმებულების პენსიით უზრუნველსაყოფად დაარეგისტრირონ საპენსიო სქემები საპენსიო კომპანიის დაფუძნების გარეშე იმ პირობით, რომ საპენსიო სქემის მართვასა და საპენსიო აქტივებთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმიანობა განხორციელდება მათი სხვა საქმიანობისგან დამოუკიდებლად და დაცული იქნება ამ კანონის ყველა მოთხოვნა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/15.md
