---
title: "მუხლი 15. უცხოური საპენსიო ორგანიზაცია — ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/15"
law: "ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ"
article: "15"
identifier: "matsne 5841969"
adopted: "2023-06-28"
consolidated_as_of: "2023-07-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. უცხოური საპენსიო ორგანიზაცია — ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

> Text consolidated as of 2023-07-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2023-07-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/15

1. უცხოური საპენსიო ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ კანონის შესაბამისად საქართველოში დაარეგისტრიროს საპენსიო სქემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს სათანადო უცხოური საზედამხედველო ორგანოს შესაბამისი ნებართვა და მისი საქმიანობა ექვემდებარება პრუდენციულ რეგულირებას კეთილსაიმედოობის, დაცულობისა და გამჭვირვალობის სტანდარტების გათვალისწინებით.

2. უცხოური საპენსიო ორგანიზაცია უფლებამოსილია დამატებითი ლიცენზირების გარეშე, სამსახურის მიერ აღიარების საფუძველზე და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაარსებული ფილიალის მეშვეობით საქართველოში დაარეგისტრიროს საპენსიო სქემა და განახორციელოს ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობა. სამსახური განსაზღვრავს უცხოური საპენსიო ორგანიზაციის აღიარების და ცალკეული მოთხოვნების შესრულებისგან გათავისუფლების პროცედურასა და წესს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/16.md
