---
title: "მუხლი 18. ვადების ათვლა და სამსახურისთვის დოკუმენტების წარდგენის წესი — ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/18"
law: "ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ"
article: "18"
identifier: "matsne 5841969"
adopted: "2023-06-28"
consolidated_as_of: "2023-07-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. ვადების ათვლა და სამსახურისთვის დოკუმენტების წარდგენის წესი — ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

> Text consolidated as of 2023-07-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2023-07-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/18

1. ამ კანონით განსაზღვრული ვადების ათვლისას არ გაითვალისწინება პერიოდი, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელს სამსახურის მითითებით უნდა წარედგინა განაცხადის განხილვისთვის საჭირო დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში განაცხადის განხილვის ვადის დინება განახლდება შესაბამისი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენისთანავე.

2. სამსახურს უნდა წარედგინოს ამ კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი დოკუმენტის დედანი ან მისი სათანადო წესით დამოწმებული ასლი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/19.md
