---
title: "მუხლი 20. ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების რეესტრი — ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/20"
law: "ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ"
article: "20"
identifier: "matsne 5841969"
adopted: "2023-06-28"
consolidated_as_of: "2023-07-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების რეესტრი — ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

> Text consolidated as of 2023-07-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2023-07-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/20

1. სამსახური ვალდებულია შექმნას და აწარმოოს ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების რეესტრი და თავისი ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით საჯარო გახადოს მათ შესახებ ინფორმაცია.

2. თითოეულ ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტს რეესტრში უნდა მიენიჭოს შესაბამისი კოდი.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ რეესტრში აღნიშნული უნდა იყოს თითოეული ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მის მიერ დაქირავებული აქტივების მმართველი კომპანიის, მზღვეველისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის სახელწოდებები, ინფორმაცია ცვლილებების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე ინფორმაცია შესაბამისი სუბიექტის მიმართ ლიკვიდაციის ან საქმიანობის შეწყვეტის ნებისმიერი ფორმის მიმდინარეობის თაობაზე და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია.

4. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რეგისტრაციისას დაეყრდნოს სამსახურის მიერ წარმოებულ ამ მუხლით გათვალისწინებულ რეესტრს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/21.md
