---
title: "მუხლი 21. უცხოური საპენსიო ორგანიზაციის აღიარების პირობები — ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/21"
law: "ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ"
article: "21"
identifier: "matsne 5841969"
adopted: "2023-06-28"
consolidated_as_of: "2023-07-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. უცხოური საპენსიო ორგანიზაციის აღიარების პირობები — ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

> Text consolidated as of 2023-07-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2023-07-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/21

1. სამსახური უფლებამოსილია უცხოური საპენსიო კომპანია აღიაროს საქართველოში საპენსიო სქემების განხორციელებაზე უფლებამოსილად, თუ:
ა) შესაბამისმა უცხოურმა საზედამხედველო ორგანომ გასცა შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია/ნებართვა და მისი საქმიანობა სათანადოდ რეგულირდება შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით;
ბ) უცხო ქვეყანა, სადაც უცხოური საპენსიო ორგანიზაცია არის დაფუძნებული, არ შედის ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) მიერ დამტკიცებულ არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ქვეყნებისა და ტერიტორიების ნუსხაში;
გ) უცხოურმა საპენსიო ორგანიზაციამ საქართველოში დააფუძნა ფილიალი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. სამსახური უფლებამოსილია ნორმატიული აქტით დაადგინოს უცხოური საპენსიო ორგანიზაციის აღიარების წესი და დამატებითი პირობები, რომელთა საფუძველზედაც აღიარებული საპენსიო ორგანიზაციები გათავისუფლდებიან ამ კანონით გათვალისწინებული ცალკეული მოთხოვნების შესრულებისგან, თუ უცხო ქვეყნის კანონმდებლობა, რომელსაც ისინი ექვემდებარებიან, ადგენს სულ მცირე საქართველოში მოქმედ მარეგულირებელი ჩარჩოს ეკვივალენტურ მოთხოვნებს.
თავი IV
საპენსიო სქემის რეგისტრაცია

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/22.md
