---
title: "მუხლი 23. დამოუკიდებელი სპეციალიზებული დეპოზიტარის მოთხოვნა — ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/23"
law: "ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ"
article: "23"
identifier: "matsne 5841969"
adopted: "2023-06-28"
consolidated_as_of: "2023-07-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. დამოუკიდებელი სპეციალიზებული დეპოზიტარის მოთხოვნა — ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

> Text consolidated as of 2023-07-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2023-07-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/23

1. ყველა რეგისტრირებულმა საპენსიო სქემამ უნდა ისარგებლოს შესაბამისად უფლებამოსილი სპეციალიზებული დეპოზიტარების მომსახურებით. სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია იმოქმედოს კეთილსინდისიერად, სამართლიანად, პროფესიონალურად, დამოუკიდებლად და მხოლოდ მონაწილეების ინტერესების სასარგებლოდ.

2. მონაწილეების საპენსიო აქტივების დაცვის უზრუნველსაყოფად და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად აქტივების მართვის მომსახურება და სპეციალიზებული დეპოზიტარების მომსახურება ერთსა და იმავე საპენსიო სქემისთვის არ უნდა გასწიოს ერთმა და იმავე პირმა ან არ უნდა გასწიონ მჭიდროდ დაკავშირებულმა პირებმა.

3. მზღვეველს შეუძლია გასწიოს აქტივების მართვის მომსახურება მის მიერ დაარსებული საპენსიო სქემებისთვის.

4. საპენსიო კომპანია უნდა სარგებლობდეს ერთმანეთისგან იურიდიულად დამოუკიდებელი აქტივების მმართველი კომპანიებისა და სპეციალიზებული დეპოზიტარების მომსახურებით, რომლებიც არ უნდა იყვნენ ერთი და იმავე სუბიექტის ან ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სუბიექტების საკუთრებაში ან მმართველობის ქვეშ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/24.md
