---
title: "მუხლი 26. ზრუნვის მოვალეობა და ინტერესთა კონფლიქტი — ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/26"
law: "ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ"
article: "26"
identifier: "matsne 5841969"
adopted: "2023-06-28"
consolidated_as_of: "2023-07-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26. ზრუნვის მოვალეობა და ინტერესთა კონფლიქტი — ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

> Text consolidated as of 2023-07-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ, მუხლი 26 (consolidated as of 2023-07-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/26

1. საპენსიო სქემის მომსახურე სპეციალიზებული დეპოზიტარი მოქმედებს კეთილსინდისიერად, სამართლიანად, პროფესიონალურად, დამოუკიდებლად და მხოლოდ მონაწილისა და ბენეფიციარის ინტერესებიდან გამომდინარე.

2. არცერთ პირს არ შეუძლია ერთდროულად იმოქმედოს, როგორც აქტივების მმართველმა კომპანიამ და სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა, ერთსა და იმავე საპენსიო სქემასთან მიმართებით.

3. საპენსიო სქემის სპეციალიზებულ დეპოზიტარს ეკრძალება საპენსიო სქემასთან დაკავშირებით ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელმაც შესაძლებელია წარმოშვას ინტერესთა კონფლიქტი, ერთი მხრივ, სპეციალიზებულ დეპოზიტარსა და, მეორე მხრივ, საპენსიო სქემას, მის დამფუძნებლებს, მონაწილეებს, საპენსიო სქემის საპენსიო აქტივების მმართველ კომპანიას ან/და მზღვეველს შორის. აღნიშნული არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც სპეციალიზებულ დეპოზიტარს საკუთარი დეპოზიტარული ფუნქციები ფუნქციურად და იერარქიულად განცალკევებული აქვს სხვა, პოტენციურად ინტერესთა კონფლიქტის წარმომშობი საქმიანობისგან და იგი სათანადოდ მართავს და აკონტროლებს პოტენციურ ინტერესთა კონფლიქტს და ამგვარი პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი გამჟღავნებულია საპენსიო სქემის დამფუძნებლებისა და მონაწილეებისთვის.

4. საქართველოს ეროვნული ბანკი ნორმატიული აქტით ადგენს პირობებს, რომელთა შესრულების შემთხვევაში მიიჩნევა, რომ სპეციალიზებული დეპოზიტარი შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/27.md
