---
title: "მუხლი 27. საპენსიო სქემის აქტივების განცალკევება სპეციალიზებული დეპოზიტარის აქტივებისგან — ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/27"
law: "ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ"
article: "27"
identifier: "matsne 5841969"
adopted: "2023-06-28"
consolidated_as_of: "2023-07-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27. საპენსიო სქემის აქტივების განცალკევება სპეციალიზებული დეპოზიტარის აქტივებისგან — ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

> Text consolidated as of 2023-07-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2023-07-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/27

1. სპეციალიზებული დეპოზიტარი საპენსიო სქემის აქტივებს ინახავს საკუთარი აქტივებისა და სხვა კლიენტების აქტივებისგან ან სხვა საპენსიო სქემების აქტივებისგან განცალკევებით. საპენსიო აქტივები, რომლებიც ინახება სპეციალიზებულ დეპოზიტართან ან მესამე პირთან, რომელსაც სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციები მიენიჭა, არ ექვემდებარება აღსრულებას ასეთი სპეციალიზებული დეპოზიტარის ან მესამე მხარის მიმართ წარმოშობილი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, აგრეთვე შეტანილი არ იქნება სალიკვიდაციო ან გადახდისუუნარობის მასაში, თუ მათ მიმართ აღძრულია გადახდისუუნარობის, სალიკვიდაციო ან სხვა მსგავსი საქმის წარმოება.

2. სპეციალიზებულ დეპოზიტართან შენახული საპენსიო აქტივები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მეორადად სპეციალიზებული დეპოზიტარის ან სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციამინიჭებული მესამე პირის მიერ, როგორც საკუთარი აქტივი, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის მარეგულირებელი აქტით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა. საპენსიო აქტივების მეორადი გამოყენება გულისხმობს შენახულ საპენსიო აქტივებთან დაკავშირებულ ნებისმიერ გარიგებას, მათ შორის, მათ გადაცემას, გირავნობას, გაყიდვასა და გასესხებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/28.md
